აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მარტვილში “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფისი გაიხსნა

დღეს, მარტვილში “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფისი გაიხსნა. გახსნაზე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თითოეული მოქალაქის ხმის დაცვის აუცილებლობაზე, პრეზიდენტის “ქართულ ქარტიასა” და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე.

ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუში დელეგატად “ოცნებამ“ ილია ინჯია წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში დელეგატად მმართველმა პარტიამ ილია ინჯია წარადგინა. "მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ იქნება წარდგენილი ბატონი ილია ინჯია, რომელიც გახლავთ წარმატებული ბიზნესმენი."-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 16-17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...

მარტვილში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მომღერალ ლინდა ადამიას და ჯგუფ "1/4" -ის კონცერტი გაიმართა. შემსრულებლები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარტვილში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება

13 აგვისტოს, 20:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება მომღერალ ლინდა ადამიას და ჯგუფ "1/4" -ის კონცერტი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...

მარტვილში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 16 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა: გელა ჭედია - მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური; პაატა კოპალიანი - მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი; გიზო წულაია - გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი; ბესიკ...

მარტვილში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბაღების მშენებლობის პროგრამას ახორციელებს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს გაჭედილის, გურძემის და კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა. უწყების ცნობით, ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა...