ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...

მარტვილში საახალწლო კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ, საახალწლო კონცერტი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მეტიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები. მონაწილეებმა შეასრულეს, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე მუსიკალური ნომრები. ღონისძიება ელექტრონული მუსიკით გრძელდება. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

მარტვილი ახალი წლის დღეებს მასპინძლობს

დღეს, მარტვილი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. თავისუფლების ქუჩაზე, სადაც რამდენიმე საათში ღონისძიება დაიწყება, აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ. მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე,...

მარტვილის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 21 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. თითოეული გუნდი 5 მონაწილის - 3 ადგილობრივი მოსწავლის და ადმინისტრაციული ერთეულის 2 წარმომადგენლისგან შედგებოდა, რომელთა შორის უხუცესი მონაწილე - 75 წლის ანატოლ ჭაჭუა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი 12 წლის საბა ჟვანია გახლდათ. კონკურსის გამარჯვებული გახდა ნაგვაზაოს გუნდი...

მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის ტყის შესასვლელში, აღმოჩენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 53 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...

მარტვილში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისიებები ხორციელდება. ამ დროეისთვის თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. სამუშაოებში ჩართულია მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალური ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილზე გაეცნო. ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ,,ენერგო...

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...

მერია: მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. "ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა გაბიონის საყრდენი კედელი, ცხაურები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები. პროექტის ღირებულება 2 067 789 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“...

მარტვილში წყალმომარაგება-წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება-წყალარინების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი წყლის სისტემის, წყალარინების ქსელის, მაგისტრალური და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.