დღეს მასწავლებლის ეროვნული დღეა

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, პედაგოგებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავამ და რესურსცენტრის უფროსმა მაკა გულორდავამ მიულოცეს. პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

თორნიკე ჯანაშია გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარდგენს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, 14 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია 2023 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარდგენს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...

მარტვილის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურძემში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული. "სახერხი საამქრო დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის...

მარტვილის თოჯინების თეატრი ერთი წლის გახდა

მარტვილის კულტურის სახლში თოჯინების თეატრის დაარსების ერთი წლის იუბილე აღინიშნა. 2022 წლის 18 ოქტომბერს კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ბაზაზე დაარსდა თოჯინების თეატრი. ამ ერთი წლის განმავლობაში თეატრმა ორი თოჯინური სპექტაკლი დადგა და ერთ სპექტაკლზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროის განმავლობაში 3000-მდე მაყურებელმა ნახა მოქმედი სპექტაკლები, ონის მერიის მიწვევით, ონის კულტურის...

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...

მარტვილმა “ღვინის დღეებს” უმასპინძლა

დღეს, მარტვილმა ღვინის დღეებს უმასპინძლა. ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება. მარტვილის ცენტრში ღონისძიება 5 საათზე დაიწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღვინის დღეების ფარგლებში მოხდა ადგილობრივი ღვინის, ყველისა და თაფლის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა ქართული თიხის ძერწვის და მეთუნეობის მასტერკლასები, ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ბავშვებისთვის შემეცნებით...

რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები...

შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრ მშობლებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს მიერ, გაიმართა შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრ მშობლებთან. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა პოზიტიური მშობლობის და ადრეული, სკოლამდელი განათლების როლზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შედგა. დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს “მშობელთა ჩართულობაზე საბავშვო ბაღის ცხოვრებაში” , “ რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა”. შეხვედრას საქართველოს...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...