სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უწყების ცნობით, ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, ელექტრო გადამცემი ბოძები. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. "მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები. გაწმენდით სამუშაოებს მარტბილოს მერი თორნიკე ჯანაშია ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე წაქცეული ხეებისგან გზები გაწმენდილია. სამუშაოები გრძელდება."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარტვილელ ვენერა დანელიას 101 წელი შეუსრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ვენერა დანელიას 101 წელი შეუსრულდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის მოადგილემ გივი ელიავამ იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს. ვენერა დანელია 1923 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 9 შვილიშვილი, 7 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების...

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში...

5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. დღესვე, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "ბალდის მოსახლეობა მივიჩნევთ, რომ სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილის 40 წლით, კერძო კომპანიისთვის მალულად გადაცემა, ჩვენი ღირსების შელახვა და უფლებების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე 6 თვეა მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებთ. კარვის გაშლიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ყოველდღიური მორიგეობისა და მონიტორინგის...

მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქალაქ მარტვილში № 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული მოედანი, ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საბა...

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან მედიას უთხრა, მას აქვს შეთავაზება “ქართული ოცნებისგან”, რომ უხელმძღვანელოს პარტიის პოლიტსაბჭოს. ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.

ნაგვაზაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა მონოლითური რკინა/ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები. პროექტის ღირებულება 499 409 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

მარტვილში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. "სერვისის ამოქმედების შემდეგ, კი ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში,...