მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...

მარტვილი “ევროპის მდგრადი ენერგეტიკის” კვირეულს შეუერთდა

მარტვილის მუნიციპალიტეტი, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი "ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა (#EUSEW). მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ მიზნით, ლედგებეს საჯარო სკოლაში, სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...

“ბაღის დამთავრების დღე”

მარტვილის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-"მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი"-ში შემავალ N1 საბავშვო ბაგა-ბაღში 6 წლიანთა ჯგუფის მიერ აღინიშნა "ბაღის დამთავრების დღე". აქტივობებს არ ჩაუვლია მშობელთა ჩართულობის გარეშე. ბავშვები და მშობლები სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა სივრცეში, რათა სურვილის შესაბამისად მიეღოთ მონაწილეობა აღმზრდელთა მიერ დაგეგმილ თამაშში. N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ექვსწლიანთა ჯგუფის ბავშვების პირველი...

 ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...

მარტვილში წიგნის კითხვის საჯარო კვირეული მოეწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, წიგნის კითხვის საჯარო კვირეული მოეწყო. პერფორმანსს მარტვილის განახლებულმა კანიონმა უმასპინძლა. წიგნის კითხვაში მონაწილეობას, მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების და კერძო სკოლა ,,სხივის,, მოსწავლეები იღებდნენ. ღონისძიებამ საყოველთაო, მასშტაბური სახე მიიღო. წიგნის კითხვაში მოსწავლებთან ერთად კანიონის ადგილობრივი ვიზიტორები და ტურისტებიც ჩაერთნენ. სურვილის შემთხვევაში წიგნების კითხვა ქართულთან...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 12 პირი. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის...

23 ივნისს, ოლიმპიური მოძრაობის დღე აღინიშნა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა(IOC), ოლიმპიზმის დღის აღსანიშნავად, 2023 წლის 23 ივნისს დაიწყო ახალი კამპანია, სახელწოდებით "მოდით ავმოძრავდეთ". ოლიმპიური მოძრაობის დღეს ყველა ქვეყანა შეუერთდა და აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კომიტეტის ახალ ინიციატივაში "Let's move". აღნიშნულ კამპანიას მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიტ, სპორტულ აქტივობებში 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა....

სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი ჩატარდა

დღეს, ქალაქ მარტვილის, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა. მარტვილის მუნიციოალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში საესტრადო, საფორტეპიანო და საგუნდო განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონცერტს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.