მარტვილის საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ საბავშვო ბაღებში საახალწლო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა №1 და №2 საბავშვო ბაღებში დაესწრო. ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. კვირეულის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულების ყველა აღსაზრდელი, მარტვილის...

მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

"განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებული ქალაქის ცენტრალური ნაწილი სხვადასხვა საახალწლო დეკორატიული სანათებითა და ილუმინაციებით განათდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ქალაქის ცენტრში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ფლეშმობი მოეწყო, ანსამბლმა „გვირილები“ მუსიკალური ნომრები...

მარტვილში არკადი მარკოზია, მალხაზ ხურცილავა და ზაურ კალანდია გაიხსენეს

1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისში სისხლიანი მოვლენების დროს ტრაგიკულად დაიღუპა სამი მარტვილელი - უზენაესი საბჭოს დეპუტატი არკადი მარკოზია, სამთავრობო დაცვის თანამშრომლები მალხაზ ხურცილავა და ზაურ კალანდია. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გარდაცვლილების საფლავები ყვავილებით შეამკეს. 31 წლის...

მარტვილში ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 23 დეკემბერს 18:00 საათზე გაიმართება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. მარტვილი, 2023 წელს, ახალი ილუმინაციებითა და მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით შეხვდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ნაძვის ხე ეწყობა. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებულ ცენტრალური ქუჩაზე და სკვერში საახალწლო აქსესუარებისა და კონსტრუქციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი...

3-6 იანვარი უქმე დღეებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...

მარტვილში საახალწლო ღონისძიებები სამ იანვარს გაიმართება

საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტვილში, 3 იანვარს, ღონისძიების ადგილი იქნება თავისუფლების ქუჩა. საახალწლო ღონისძიებები დაიწყება 15:00 საათზე. 15:00 - ორკესტრის მსვლელობა • 15:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი • 15:00-20:00 - საბავშვო...

განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...

მარტვილელი ლუკა წოწორია კონკურსის “ლეონარდო დავინჩის” გამარჯვებულია

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა "სხივის“ მოსწავლე ლუკა წოწორია, 2022 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდო დავინჩი“-ს გამარჯვებულია. მარტვილის უნიციპლაიტეტის მერიის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გამოცხადებულ კონკურში ლუკა წოწორიას, მარიამ ღურჭუმელიას და ანა დიმიტრიადის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო კომისიის წინაშე მათ თავიანთი გამოგონება „SMART კონსულტანტი“ წარადგინეს, რომელმაც აღნიშნულ...

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...

მარტვილში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი...