მარტვილში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულიტვირთის შეგროვება მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი. გარდა ამისა უკრაინელი ხალხის დასახმარებლადმერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა. აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ: მარტვილის მერია - 591007870. პუნქტი გახსნილია შემდეგ მისამართზე: მარტვილი...

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები. “გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების...

მთავრობა უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარს გამოყოფს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ...

სასწავლო დაწესებულებებში კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში-სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში-უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. უწყების ცნობით, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. „როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე...

შეზღუდვები, რომელიც 1 მარტიდან იხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%. 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული. ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს...

კორონავირუსით მარტვილის მკვიდრი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარე ადმნისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება 42 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 112 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 29. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 38 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 46 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 3 მძიმე და...

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა კოლეგებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და...

პირებს, რომელთა იზოლაციის ვადა 7-8 დღე იყო, სამსახურში საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულებს, რომელთა იზოლაციის ვადა მხოლოდ 7-8 დღე იყო, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად სწრაფი ან „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ. „COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად...

კორონავირუსით მარტვილის მცხოვრები გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება 42 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 122 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 32. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 38 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 3 მძიმე და...

იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

კორონავირუსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა: სამედიცინო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი...