მთავრობა ავრცელებს მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...

მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ლაშა ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

მარტვილში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს. მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. ფესტივალის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და...

მურთაზ ხურცილავას გზა მარტვილიდან

მურთაზ ხურცილავამ ფეხბურთის თამაში მარტვილში დაიწყო და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2015 წელს, მარტვილის "მერანის" პრეზიდენტმა, ფრიდონ ინჯიამ, "მერანის" საშინაო არენას "მურთაზ ხურცილავა"-ს სახელი მიანიჭა. მურთაზ ხურცილავას ბიოგრაფიამ შემდეგი მნიშვენელოვანი ფაქტები მოინიშნა: ის გახლავთ პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც საბჭოთა ნაკრებს უკაპიტნა, სსრკ- ს ჩემპიონატების 5 გზის მესამე პრიზიორი 1962, 1967,...

თამაზ ბაძაღუა: მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის…

ქართველი დრამატურგი, პოეტი თამაზ ბაძაღუა დაიბადა 1959 წელს, მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1985 წელს გამომცემლობა “განათლებამ” დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ...

მედეა ჩახავა რელიგიაზე

მედეა ჩახავა, ცნობილი ქართველი მსახიობი, მარტვილელი იყო, ბაბუამისი მარტვილის ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელი. მსახიობი იხსენებს მის დამოკიდებულებას რელიგიასთან. "სასწაულები ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში. საოცარი დამთხვევებია ხოლმე და მიმაჩნია, რომ ამაში უფალი მიწყობს ხელს. ვთქვათ, რაღაც დავკარგე, ათჯერ გავივლი იმ ადგილას, სადაც ნამდვილად არ იდო ის ნივთი, მაგრამ მეთერთმეტეჯერ იმ ცარიელ ადგილას...

ვინ წერდა მარტვილის ოთხთავს

მარტვილის ოთხთავი, ანუ სახარება, როგორც წყაროები იუწყებიან,  XI საუკუნის ქართული ხელნაწერია. გადაწერილია მარტვილის მონასტერში 1050 წელს იოანე მესვეტისა და არსენ ეშისძის მიერ. დამკვეთია იოანე ფარჯანიანი. ტექსტი შესრულებულია ყავისფერი მელნით, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები კი სინგურითაა გამოყოფილი. ხელნაწერი გაფორმებულია ორნამენტული საზედაო ასოებით, აგრეთვე წმინდა მათესა და წმინდა მარკოზ მახარებლის მინიატიურებით. მახარებლები ფეხზე გდანან წიგნებით ხელში. აქ ქრისტესადმი მირთმევის თემაა...

აღმაშენებლის გამზრდელი

ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა,...