სამინისტრო: მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...

პოლიციამ მარტვილში  უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...

სამეგრელოში და სხვა რეგიონებში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული...

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...

მარტვილში ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამუშაოები დაიწყო

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, საპროექტო სამუშაოები დაიწყო აბაშა-სენაკის მიმართულებაზე, რომელიც მოიცავს: ხობის, აბაშის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის იმ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მომართულებაზე საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს...

სამეგრელოს DMO ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა ,,World Travel Market – WTM London” -ში იღებს მონაწილეობას. DMO-ს გამოფენაზე რეგიონის შესახებ სხვადასხვა მასალა აქვს წარმოდგენილი, მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან ე.წ. ბი თუ ბი ფორმატის შეხვედრები.

“შემოდგომის ფესტივალი”

მარტვილის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად გამართეს ღონისძიება „შემოდგომის ფესტივალი", რომელიც ფერად შემოდგომას მიეძღვნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თითოეული კუთხის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, სასოფლო სამეურნეო პროდუქტი, მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები. ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასში. პედაგოგებმა...

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე,...

მერმა ნიკა ბაღიშვილს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიკბოქსინგში მესამე ადგილოსან ნიკა ბაღიშვილს უმასპინძლა. მერმა ნიკას მორიგი გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. 17-24 ოქტომბერს გერმანიაში ქ.მიუნხენში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში iska world championships ორგანიზებით, სადაც მონაწილეობას ღებულობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი...

დღეიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში...