მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თორნიკე ჯანაშიამ მოსახლეობას განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა მუნიციპალურ პროგრამებზე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ...
ცვლილებებია სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. “მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო...
მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოპაციენტებს ოპერაციები დაუფინანსდებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც,...
დღეს მასწავლებლის ეროვნული დღეა
27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, პედაგოგებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავამ და რესურსცენტრის უფროსმა მაკა გულორდავამ მიულოცეს. პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
თორნიკე ჯანაშია გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარდგენს
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, 14 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია 2023 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარდგენს.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა...
მარტვილის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურძემში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული. "სახერხი საამქრო დაილუქა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის...
მარტვილის თოჯინების თეატრი ერთი წლის გახდა
მარტვილის კულტურის სახლში თოჯინების თეატრის დაარსების ერთი წლის იუბილე აღინიშნა. 2022 წლის 18 ოქტომბერს კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ბაზაზე დაარსდა თოჯინების თეატრი. ამ ერთი წლის განმავლობაში თეატრმა ორი თოჯინური სპექტაკლი დადგა და ერთ სპექტაკლზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროის განმავლობაში 3000-მდე მაყურებელმა ნახა მოქმედი სპექტაკლები, ონის მერიის მიწვევით, ონის კულტურის...
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...
მარტვილმა “ღვინის დღეებს” უმასპინძლა
დღეს, მარტვილმა ღვინის დღეებს უმასპინძლა. ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება. მარტვილის ცენტრში ღონისძიება 5 საათზე დაიწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღვინის დღეების ფარგლებში მოხდა ადგილობრივი ღვინის, ყველისა და თაფლის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა ქართული თიხის ძერწვის და მეთუნეობის მასტერკლასები, ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ბავშვებისთვის შემეცნებით...