მთავრობის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც – 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.

მარტვილს განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის -,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტს განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროგრამის ფარგლებში 3 სკვერისა და თავისუფლების ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა პარკის მთლიანი ტერიტორია შეიცვალა სავალი ნაწილი, მოეწყო სკამები და მოსასვენებელი სივრცეები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. განხორციელდა: მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, ლიბერთი ბანკის, სასტუმროს, საკრებულოს, მერიის და...

მარტვილში პოეტ გოგოშა გეგელიას პოეზიის საღამო გაიმართა

მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, საქართველოს ნოტარიუსის, პოეტ გოგოშა გეგელიას პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე შეკრებილებს ქალბატონი გოგოშას, ყველასათვის ცნობილი და ახალი ლექსები წარუდგინეს. კოლხურმა ტრიომ შეასრულა მუსიკალური ნომრები. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა,საქრთველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი,...

წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

მარტვილში გაიმართა საგანმანათლებლო შემეცნებით გასართობი პროექტი

მარტვილის განახლებულ ცენტრალურ პარკში, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ჩატარდა საგანმანათლებლო შემეცნებით გასართობი პროექტი ახალგაზრდობისათვის, რომელიც ეძღვნებოდა უწმინდესის აღსაყდრების საიუბილეო თარიღს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა თეატრალურ და მუსიკალურ ნაწილებს. პირველ ნაწილში წარმოდგენილ იქნა კოტე მარჯანიშვილის სახელობისა და...

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. “ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის...

მარტვილში “ბანძის სიონობა” აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, 29 აგვისტოს, „ბანძის სიონობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. ასევე, ,,ბანძის სიონობის''. დღესასწაულთან დაკავშირებით,სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში,მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის,ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია ,,ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა''. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბანძის საჯარო სკოლის...

გაიმართა “მარტვილის თასის” გათამაშება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ქალაქ მარტვილში, აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი "მარტვილის თასის" გათამაშება გაიმართა ფრენბურთში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 8 სოფლის გუნდმა მიიღო. შეჯიბრის გამარჯვებული სოფელი "ინჩხური"-ს გუნდი გახდა. მეორე ადგილზე სოფელი "ნოღა" გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია სოფელ "სალხინო''-ს ხვდა წილად. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებული გუნდები თასებითა...

ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.  “შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს,...

ბანძაში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობდა 8 გუნდი, რომელთა შორის გამარჯვებული - გუნდი ,,მარტვილის ცენტრი" გახდა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფეინთბოლის ეროვნულ ჩემპიონატში. ჩემპიონატი, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.