გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1 აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების...

მარტვილში “მუსიკალური საღამო” გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტვილში „მუსიკალური საღამო“ გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიი ინფორმაცით, მოეწყო საბავშვო სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კვების სივრცე, გაიმართა ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი. ღონისძიება მარტვილში ჯგუფ „ფორტესა” და „გუფი ლენდის” კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლებასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,მერის მოადგილე გივი ელიავა,საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა და...

ჯანდაცვის სამინისტრო: თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე არ აისახება. “საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები,...

ეროვნული გამოცდები დღეს, დასრულდა

აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26  ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორაციით, გამოცდა უკვე ჩააბარეს გრანტის გაუმჯობესებისათვის სტუდენტებმა,  გარდა ამისა, ჩატარდა საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც. 2023 წლის გამოცდები 28 ივლისს  საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტ...

მარტვილში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

30 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტვილის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ პროგრამა: 19:00-22:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 19:00-21:00 - საბავშვო სივრცე: ანიმატორი,ზღაპრის გმირები, სახეზე მოხატვა; 19:00-19:50 - კვების სივრცე; 19:00-19:50 - ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი; 20:00-22:00 - ჯგუფი „გუფი ლენდი“, ჯგუფი „ფორტე“; ფოტო: ინტერნეტი

26 ივლისს, ანსამბლ “ჭყონდიდის” საანგარიშო კონცერტი გაიმართება

26 ივლისს, 20:00სთ-ზე, სოფელი დიდი ჭყონის ცენტრში გაიმართება ანსამბლ "ჭყონდიდის" საანგარიშო კონცერტი. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას,...

მარტვილში, ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა

მარტვილში განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეაბილიტირებულ სკვერში, პოეტ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე შეკრებილებს ხარხელაურის ყველასთვის ცნობილი და ახალი ლექსები წარუდგინეს. ასევე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ფოტო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია

გაიმართა შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის მუზეუმის შენობაში, დღეს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებით დაინტერესებულ ქალბატონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამების შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა საგრანტო კომპონენტის ფარგლებში წამოიწყო ახალი ბიზნები ან განავითარო არსებული საქმიანობა. უწყების ცნობით, შეხვედრა ჩატარდა სოფლის განვათარების სააგენტოს მარტვილის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ჩართულობით, "რეგიონებში მცირე...

მარტვილში ადგილობრივ სოფლებს შორის მიმდინარე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებულ "ბერმუხა"-ს საფეხბურთო მოედანზე, ადგილობრივ სოფლებს შორის მიმდინარე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს მარტვილის "ცენტრი" და სოფელი "სერგიეთი" დაუპირისპირდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრამ დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩაიარა და გამარჯვებულის გამოსავლენად, თერთმეტმეთრიანი დარტყმების სერია დაინიშნა, რომელშიც წარმატება სოფელ "სერგიეთ"-ს დარჩა. ფინალურ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერძთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე...