მარტვილის მუნიციპალიტეტს ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური ეწვევა

21 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტს ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური ეწვევა. პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართება ღია ცის ქვეშ, განახლებულ სკვერში. ღონისძიება დაიწყება 21.00 საათზე.

ანსამბლმა “მარტვილი” სოლო კონცერტი გამართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულმა მუნიციპალურმა ანსამბლმა "მარტვილი" სოლო კონცერტი გამართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესრულებულ იქნა 19 სხვადასხვა სიმღერა მათი შემოქმედებიდან. კონცერტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია დაესწრნენ.

“ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ დაიხურა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებმა სხვადასხვა ნომერი ქალაქ მარტვილის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს. ფესტივალში მონაწიელობა საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთისა და თურქეთის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს. „ლეგენდების ქვეყანას“-ს დასკვნით გალა კონცერტს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული...

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.

ლევან ხაბეიშვილმა საპენსიო რეფორმაზე მარტვილში შეხვედრა გამართა

საპენსიო ასაკი უნდა გახდეს 60 წელი, პენსია 400 ლარი და პენსიონერებს უნდა გაუნულდეთ საპენსიო სესხი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ლიდერებთან ერთად მარტვილში პენსიონერებთან შეხვედრაზე განაცხადა. პარტიის ლიდერმა დღეს, შეხვედრაზე საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა. ფოტო: ლევან ხაბეიშვილი

მარტვილში, მდინარე აბაშაში მოზარდი დაიხრჩო

მარტვილის კანიონთან, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ტაიკვანდოს გუნდის წევრია და სპორტულ შეკრებაზე იმყოფებოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა კომისიებმა დაიწყეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...

მარტვილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

მარტვილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიმეწყრა მარტვილის ტაძრამდე მისასვლელი გზა. ასევე მეწყერი ჩამოწვა ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში. გზები დაზიანდა ვედიდკარში, მუხურჩაში, ონოღიაში, სერგიეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

მარტვილში საერთაშორისო ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება

10-14 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის,თურქეთისა და სომხეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. 10 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის...