ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია "კუჩხიბედინერის“ - ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი "კუჩხიბედინერი - 2023“ ჩატარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის...

მარტვილის კანიონში მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად მარტვილის კანიონში მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ...

გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 2 331 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 23 ბაღის მშენებლობა და 23-ის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დაიწყო და მიმდინარეობს – 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა „რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დასრულდა – 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა...

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის...

მარტვილის კანიონზე 3D განათების სისტემა მოეწყობა, ბალდაში კი ეკოტურისტული ბილიკები 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ხახიშვილის ინფორმაციით, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოეწყობა 3D განათების სისტემა, რის საშუალებითაც ვიზიტორებს მათი დათვალიერება საღამოს საათებშიც შეეძლებათ. "წელს პირველად, იმისთვის, რომ საზოგადოებას საღამოს საათებშიც მივცეთ საშუალება, მარტვილის კანიონს ეწვიონ, მათ დახვდებათ 3D განათების სისტემა. ეს არის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ....

მანუჩარ კვარაცხელიას წარმატება

27-28 მაისს, საბერძნეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებაში უშუ სანდაში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატზე მარტვილელმა მანუჩარ კვაშილავამ 65 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა. მანუჩარ კვაშილავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის აღზრდილია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაბილიტირებული ცენტრი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაბილიტირებული ცენტრი გაიხსნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფოემაციით, პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრის შენობას. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 133 550 ლარით დაფინანსდა. გახსნის ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სასწარფო დახმარების ახალი მანქანები რეგიონებში გადანაწილდება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში გადანაწილდება.

უტა ბაჩილავა გრან-პრით და ვალერიან შიუკაშვილის პრემიით დაჯილდოვდა

სენაკის მე - 10 საიუბილეო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მარტვილის სამუსიკო სკოლის IV - კლასის მოსწავლე, უტა ბაჩილავა გრან-პრით და ვალერიან შიუკაშვილის პრემიით დაჯილდოვდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, უტა ბაჩილავას მერიაში უმასპინძლა, მიღწეული წარმატებები მიულოცა, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და წარმატებები უსურვა.