წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...
მარტვილში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი...
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა
რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ...
თბილისში “გოგონათა მასტერ ლიგის“ ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართა
ქალაქ თბილისში, მასტერ ლიგის სტადიონზე, 15-წლამდე გოგონათა შორის საფეხბურთო ჩემპიონატის "გოგონათა მასტერ ლიგის“ ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართა, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 34 გუნდს აერთიანებდა. ნახევრფინალში მარტვილის საფეხბურთო სკოლის გოგონათა გუნდი დაუპირისპირდა ოზურგეთის გოგონათა გუნდს და 4-0 დაამარცხა. ფინალში ერთმანეთს მარტვილის და ადიგენის გოგონათა გუნდები შეხვდნენ....
მარტვილის მუნიციპალიტეტში გზის ცემენტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბალდაში, მამათა მონასტრიდან კაღუს ჩანჩქერამდე გზის ცემენტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ცემენტ-ბეტონის საფარით რეაბილიტირდება 1 216 მ გზა, ასევე გათვალისწინებულია მონოლითური რკ/ბეტონის საყრდენი კედლის, რკ/ბეტონის ღია არხის, ცხაურის და მოედნის მოწყობა (ავტოსადგომისთვის). პროექტის ღირებულება 658 200 ლარს შეადგენს....
მარტვილში “ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წიგნების სერიის "ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების“ პრეზენტაცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ და მარგო ლუჩკომ დამსწრეებისთვის წიგნიდან ამონარიდები წაიკითხეს, ასევე წიგნის კულტურულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მუზეუმის ფოიეში გაიმართა წიგნებისა და პრომო ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ანსამბლმა „იბერიამ“ კონცერტი გამართა. შესრულდა...
მარტვილში გაიმართა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში
მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით მიმდინარეობდა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში ლადო ჩიქოვანის სახელობის გარდამავალ თასზე ორგანიზაციებს შორის, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფინალური შეხვედრა, ნაგვაზაოს მინი სტადიონზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას და ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს შორის გაიმართა და გამარჯვება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა მოიპოვა....
რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შემავალ 74 სოფელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იხრეშება გზები, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები, ეწყობა გარე განათება, ხიდ-ბოგირები, ტრანსპორტის მოსაცდელები და სხვა. აბედათის ადმინისტრაციული ერთეულისთვის „სოფლის მხარდაჭერის...
ინჩხურში იოანე მინჩხისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში იოანე მინჩხისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იოანე მინჩხის მოღვაწეობაზე ისაუბრა პროფესორმა ლელა ხაჩიძემ, ასევე ღონისძიებაში მგალობელთა გუნდი და იოანე მინჩხის სახელობის ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ინფორმაციისთვის: იოანე მინჩხი X საუკუნის პირველი ნახევრის საეკლესიო მოღვაწე, პოეტი...