ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს,...
მარტვილში თოჯინების თეატრი დაარსდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი დაარსდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თეატრის დაარსების პრეზენტაცია და პირველი თოჯინური სპექტაკლის პრემიერა დღეს შესდგა. თეატრის დასმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი "წითელქუდა“ წარმოადგინა. სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტვილის მერმა...
მესხიაუნში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე. დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...
მარტვილში ღვინის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო
ზუგდიდსა და მარტვილში ღვინის დღეების ფარგლებში და ასევე სხვა გასამართი ღონისძიებები, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ღვინის დღეების ფარგლებში და ასევე სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გადაიდო. შესაბამისად, მარტვილში დღეს დაგეგმილი კონცერტი, გალა კონცერტი გადადებულია,
სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენციამ კამერული მუსიკის VIII ფესტივალს უმასპინძლა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენციამ კამერული მუსიკის VIII ფესტივალს უმასპინძლა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაში წარსდგნენ ელისო ბოლქვაძე, ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი - ნიკოლოზ წულუკიძე. ფესტივალის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი -...
პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, ქ. მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს....
მარტვილში, სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენცია კამერული მუსიკის VIII ფესტივალს უმასპინძლებს
8-9 ოქტომბერს მარტვილში, სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენცია კამერული მუსიკის VIII ფესტივალს უმასპინძლებს. საფესტივალო კონცერტები ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით. 8 ოქტომბერი: საფორტეპიანო მუსიკა - ელისო ბოლქვაძე; ქართული დუეტები - ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი -...
ენმ-ის მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს
მედიის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი ზაალ გოროზია ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ლეციცხვაიეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. სოფელ ლეციცხვაიეს საბავშვო ბაღმა დღეს, პირველი აღსაზრდელები მიიღო. ახალი საბავშვო ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა...
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ...