მარტვილში სახლი გაქურდეს

მარტვილში ქურდობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ოჯახიდან წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. პოლიციას, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.

დღეს ჭყონდიდობაა

დავით აღმაშენებლის აღმზრდელის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი. მთელი დღის განმავლობაში, განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეაბილიტირებულ თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება. გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები. ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშულება აქვთ...

მარტვილში ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარგმარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში ანა ცანავა და ჰიბრიდული ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,...

მარტვილის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს საგანანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება. დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ონოღიაში და სოფელ ქვედა ხუნწში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სოფელ ლეციცხვაიეში და ნოღაში ბაღების მშენებლობა დასრულებულია. ბანძის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ...

მარტვილში დასუფთავების აქცია ჩატარდა

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპლალიტეტის მერიის ინფორმაციიით, დასუფთავების აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანიასთან, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავდა სხვადასხვა ლოკაცია. საქართველოში დასუფთავების აქციები ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს...

მარტვილის მუნიციპალიტეტში 329 პირველკლასელი დარეგისტრირდა

დღეს, 15 სექტემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 329 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.

მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს...

მარტვილის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე ნამიკოლაოს და თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ნამიკოლაოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 4 645 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ღირებულება 3 269 997 ლარს შეადგენს. სამშენებლო...

განათლების სამინისტრო სკოლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. “საქართველოს...

მარტვილს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...