მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 12 ერთეული სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი და ძელაკი). "ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი...

მარტვილში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, ჭყონდიდის ეპარქიის და წმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენცია ეკოლოგიურ საკითხებს შეეხებოდა, რომელზეც მოხსენება საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ წაიკითხა. კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის...

მარტვილში, “ოფთალმიჯი”, უფასო გამოკვლევას ჩაატარებს

თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. გამოკვლევები 7 სექტემბერს მარტვილში ჩატარდება. მისამართი: თავისუფლების ქუჩა N10 - მერიის შენობა გამოკვლევების ჩატარების დრო: 12:00-დან 16:00 საათამდე

მარტვილში “ბანძის სიონობა” აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, 29 აგვისტოს, „ბანძის სიონობა“ აღინიშნება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. საღამოს კი ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მარტვილის სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი ,,მარტვილი“, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მგალობელთა გუნდი,️ აფხაზეთის სიმღერისა და...

სეს-ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება

მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე...

მარტვილში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024-ის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკონსულტაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე ინფორმაცია მიეწოდათ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...

აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა: • გელა ჭედია - მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური; • პაატა კოპალიანი - მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი; • გიზო წულაია - გორის სატანკო ბატალიონის...

მარტვილში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი, 1 პირი კი აღნიშნულ დანაშაულშია მხილებული. სამეგრელოს პოლიციამ 1978 წელს...