მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თორნიკე ჯანაშია მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, თორნიკე ჯანაშია დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თორნიკე ჯანაშია, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად, წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5530 პირი და გარდაიცვალა 55 პაციენტი. გუშინ, საქართველოში 22 012 ტესტი ჩატარდა.

მარტვილში წაჩხურუს ტაძარში მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ

დღეს, მარტვილში, წაჩხურუს ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ წირვა აღავლინა. მედიის ინფორმაციით, მეუფეს განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრიდან იძულებით გამოყვანის შემდეგ სწორედ აღნიშნულ მონასტერში იმყოფებიან. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ ჟურნალისტებთან განაცხადა: "ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია - კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს,...

აბაშასა და მარტვილში ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ცხრავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის...

მარტვილის “ევექსის” კლინიკაში 22 კოვიდ პაციენტი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 პირი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...

საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 76 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 772 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 361 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – , „პისიარ“ ტესტით – 14 585. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 9,77 %, ბოლო 14 დღის – 9,31%, ბოლო შვიდი დღის – 9,01%. სულ ჩატარდა 2 095 168...

ამირან გამრელიძე-სახელმწიფოს შეძენილი გრიპის ვაქცინით აცრა ყველასთვის უფასო იქნება

სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. “პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა. შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ...

განათლების სამინისტრო-სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. “სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს,...

კორონავირუსით ინფიცირების 4318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 70 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2457 პირი და გარდაიცვალა კიდევ 70 პაციენტი. გუშინ,საქართველოში 52 962 ტესტი ჩატარდა

კორონავირუსით სამეგრელოში 8 პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 პირი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...