ნიკა ბაღიშვილის მორიგი წარმატება

მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის (მწვრთნელი დათა წულაია) აღსაზრდელი ნიკა ბაღიშვილი, უშუ სანდას პირველი ლიგის პროფესიონალებში ჩემპიონი გახდა. შეჯიბრი ქალაქ თბილისში ჩატარდა, სადაც ნიკა ბაღიშვილმა 56 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში დაამარცხა სომეხი სპორტსმენი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

28 დეკემბერს, მარტვილში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 28 დეკემბერს, მარტვილში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება გაიმართება თავისუფლების #10, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიება დაიწყება 14:00 საათზე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00-14:00 - საახალწლო მელოდიები. 14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები....

ნაგვაზაოსა და ხუნწაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაოს და ხუნწის ადმინისტაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა მონოლითური რკინა/ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები. პროექტის ღირებულება 499 409 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ნაგვაზაოში გზის სარეაბილიტაცო...

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

მარტვილი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალ წელს, ახალი ილუმინაციებითა და მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით შეხვდება. საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით მონტაჟდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ნაძვის ხე ეწყობა. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებულ ცენტრალური ქუჩაზე და სკვერში საახალწლო აქსესუარებისა და კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 24 დეკემბერს გაიმართება....

მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, 2023 წელს რეაბილიტირდა 6 საჯარო სკოლა. ამჟამად ზედა ხუნწში და ტალერში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება ლეცავეს, თამაკონის და № 2 საჯარო სკოლებს.

მარტვილში მომავალ წელს იგეგმება 7 სოფლის გაზიფიცირება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ბუნებრივი აირის ქსელზე დაერთების შესაძლებლობა მიეცა 3036 აბონენტს და 2024 წელს დაემატება 888 აბონენტი. უწყების ცნობით, 2023 წელს გაზიფიცირდა 13 სოფელი. 2024 წელს იგეგმება 7 სოფლის გაზიფიცირება.

წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაღი გაიხსნა

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო...

ინფორმაციული შეხვედრა ფემიციდის წინააღმდეგ

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მერიის თანამშრომლებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროკურორებმა ისაუბრეს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და სხვადასხვა კუთხით...