გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბალდის კანიონის განვითარების პროექტის შესახებ იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უკვე შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია და დაკომპლექტდა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მოახდენს კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას....

თორნიკე ჯანაშია წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024-ის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და სპორტული ფორმები გადასცა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლებს შორის მუნიციპალური თამაშები ჩატარდა. სადაც მონაწილეობა მიიღეს მარტვილის საჯარო და კერძო სკოლებმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მარტვილის...

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს.­ უწყების ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. „საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები....

მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, მიმდინარე წლის თებერვალში, 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. “სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, სამართალდამრღვევმა, დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ...

მარტვილში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ქვეყნის მასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება....

მერია-მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები თამაკონის საჯარო სკოლაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მოადგილესთან, გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა. თამაკონის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების...

პოლიციამ მარტვილში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს...

მარტვილში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დოშაყეს, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იანვარის თვეში, აჭარასა და სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების...

მარტვილში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება. დასახლებების საერთო კრებები გაიმართა ნაგვაზაოს, ხუნწის, ნაჯახაოს, ლეხაინდრაოს და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე გრიგალავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ....