მარტვილელი ფეხბურთელის ლაშა ოდიშარიას წარმატება

მარტვილელი ფეხბურთელი ლაშა ოდიშარია, კარიერას, თბილისის დინამოდან ლატვიის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს. ლაშა ოდიშარია მარტვილის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის 10 წლიდან 18 წლის ჩათვლით ირიცხებოდა მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში. ლაშა ოდიშარია თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით და პიროვნული თვისებებით. შემდეგ ლაშამ კარიერა თბილისის დინამოში გააგრძელა. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

21 მარტიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაგეგმილია შესასვლელი ბილეთის ფასების ცვლილება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა/განვითარება, რომელიც დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13% შეადგენს. სააგენტოს შემოსავლები ერთი მხრივ მიმართულია სწორედ ბუნების დაცვის მიმართულებით, მეორე მხრივ კი აქტიური სამუშაოები ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარების, არსებულის რეაბილიტაციისა და ახალი ობიექტების მოწყობის მიმართულებით. აღნიშნული...

ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშო ბაღის მშენებლობა დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 391 388 ლარით დაფინანსდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო...

ჯანდაცვის სამინისტრო რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს

რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას, რაც გულისხმობს წარმატებული სტუდენტების შერჩევას. სამინისტროს ბიუჯეტით,...

შსს: ყოფილ ძალოვანებს პენსია 1 მაისიდან გაეზრდებათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს...

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აქტიური კომუნიკაციით, ბალდის პროექტთან დაკავშირებით განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ასევე მისი ეკოტურისტული პოტენციალის გამოვლენა...

მარტვილში ახალი წლის ღონისძიებები კონცერტით დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით მარტვილელებისათვის მირზა მოდებაძემ, ელენე ფოჩხუამ და ლაშა რამიშვილმა ბენდთან ერთად იმღერა. საზეიმო კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწენენ.

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. “კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი...

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი იზრდება

მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული...

მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...