მარტვილში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა. საბჭოს მიზანი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული საბჭო 45 წევრისგან შედგება. წევრების არჩევა, ახალგაზრდების მიერ შევსებული აპლიკაციებისა და ღია გასაუბრების საფუძველზე შესაბამისი კომისიის მიერ მოხდა. ახალგაზრდებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია შეხვდა. ახალგაზრდული...

მარტვილში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობმა და კომპოზიტორმა ზაზა კილასონიამ სიმფონიურ კონცერტი გამართა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე ვოკალური ნომრები. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. ინფორმაციას მარტვილის...

ირაკლი ღარიბაშვილი: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ

300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ჩვენ შერჩეული გვაქვს საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ,...

მერია: მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად გრძელდება. უწყების ცნობით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცემენტო-ბეტონის საფარი მოეწყობა აბაშა-მარტვილის ცენტრალური გზიდან აგრარული ბაზრის მიმართულებით საავტომობილო გზაზე. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა. ბანძაში გზის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...

დღეს, “წაჩხურობა” აღინიშნება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. სალხინოში (მარტვილში), არის წაჩხურის ეკლესია, სადაც სთხოვენ  მთავარანგელოზს, რომელსაც “მოსქე მთავარანგელოსსაც” ეძახიან, შვილიერებას. გადმოცემის თანახმად, თხოვნის შემდეგ, საღამოს,  ლოცვიდან დაბრუნებული წყვილის მამრი დაწოლის წინ სვამს მაჭყვადინას ღვინოს. ხშირია შემთხვევა, რომ ასეთი წყვილი შვილიერი ხდება.

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...

სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე...

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი მარტვილის მუნიციპალიტეტის 36 მოსწავლეს გადაეცა. ასევე დაჯილდოვდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტში ესსეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომებით, ხოლო მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. საჩუქრები მოსწავლეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს...

მარტვილში ჩატარდა გაცვლითი პროექტი “ეკო თავგადასავალი”

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაცვლითი პროექტი სახელწოდებით "ეკო თავგადასავალი“ (“Eco Adventures”) ჩატარდა. მარტვილის მუნიციპ0ალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა მიიღო ორი ქვეყნის, საქართველოს და ირლანდიის 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდებმა. მონაწილეები პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ. ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას 1-9 აპრილს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილმა უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 16-მა ახალგაზრდამ მარტვილის მუნიციპალიტეტიდან და...