მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, "ჭყონდიდლობა" აღინიშნება. ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა იხილეთ: 10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში; 11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა; 12:00 საათი- სპორტული ღონისძიება სასპორტო სკოლის ეზოში; 14:00 საათი- სპორტული ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე; 16:00...
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...
“საბას” ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული გიორგი ხულორდავა
ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტი "წლის საუკეთესო თარგმანის" ნომინაციაში, მარტვილელი გიორგი ხულორდავას მიერ თარგმნილი აბდ ორ - რაჰმან ჯამის წიგნი "ბაჰარესთანი" გახდა.
მარტვილის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავასთან ერთად საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. აღინიშნა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს საგანანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება. დიდი ჭყონის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბაღების მშენებლობა დასასრულს...
განათლების მინისტრი საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...
“ოცნების” მარტვილის ორგანიზაციას თორნიკე ჯანაშია უხელმძღვანელებს
"ქართული ოცნების“ მარტვილის ორგანიზაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მარტვილში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. დღესვე, დასკვნითი კონფერენცია აბაშაში ჩატარდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც – 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.
მარტვილს განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის -,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტს განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროგრამის ფარგლებში 3 სკვერისა და თავისუფლების ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა პარკის მთლიანი ტერიტორია შეიცვალა სავალი ნაწილი, მოეწყო სკამები და მოსასვენებელი სივრცეები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. განხორციელდა: მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, ლიბერთი ბანკის, სასტუმროს, საკრებულოს, მერიის და...
მარტვილში პოეტ გოგოშა გეგელიას პოეზიის საღამო გაიმართა
მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, საქართველოს ნოტარიუსის, პოეტ გოგოშა გეგელიას პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე შეკრებილებს ქალბატონი გოგოშას, ყველასათვის ცნობილი და ახალი ლექსები წარუდგინეს. კოლხურმა ტრიომ შეასრულა მუსიკალური ნომრები. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა,საქრთველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი,...
წელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა
2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.