“აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში "აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!“ აქციის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ. უწყების ცნობით, აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. უანგარო დონორობის აქცია "სისხლის ცენტრის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით...

მარტვილში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში, წმინდა ამბროსი აღმსარებლის გარდაცვალბის 96 წლისთავთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე აკადემიკოსებმა ისაუბრეს წმინდა ამბროსი აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება ახალგაზრდული საბჭო

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის 23 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს ახალგაზრდული საბჭოს კანდიდატების რეგისტრაცია. მსურველებს შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მითითებულ ლინკზე:

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მდინარე აბაშის სანაპირო ზოლი პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა...

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

21 მარტის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სახლში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას გიორგი ამილახვარი დაიკავებს.  განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება 4 375 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე...

მარტვილს პლასტმასის 1 100 ლიტრიანი ნარჩენების კონტეინერი გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მარტვილის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი, 236 ერთეული ნარჩენების კონტეინერი გადასცა. მარტვილის მუნიციპალუტეტის მერიის ინფორმაციით, ნარჩენების კონტეინერები მარტვილის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს...

მარტვილში ახალი სკოლა აშენდება

პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის, ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის, ამავე მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის (ოპტიმიზირებული კორპუსი), მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას, სოფელ იდლიანის, სოფელ იფარის საჯარო სკოლების, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის №1...

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...