ნიკა ბაღიშვილმა წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ტურნირში

17-19 თებერვალს სომხეთში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი k-1 წესებით, როგორც პროფესიონალებში, ასევე მოყვარულებში. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს ჯგუფის მოსწავლეები: ნიკა ბაღიშვილი და გოჩა ოკუჯავა (მწვრთნელი დათა წულაია). ნიკა ბაღიშვილმა ორგანიზაციის ქამარზე ჩაატარა ერთი ბრძოლა ირანელ სპორტსმენთან და გაიმარჯვა ტექნიკური...

მარტვილში სასწავლო/ტრენინგ-კურსი “როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი” გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სასწავლო/ტრენინგ-კურსი "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი" გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასწავლო სატრენინგო კურსი მოიცავდა სამ ძირითად მოდულს: სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინდივიდუალური კონსულტაციების გაცემა და მეწარმეობის საბაზისო უნარები....

მარტვილში ავთანდილ ფარულავას სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაენგრა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ავთანდილ ფარულავას სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაენგრა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მარტვილის მერიის შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დაზარალებულ მოქალაქეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია „სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში“ ფულად დახმარებას გაუწევს. ავთანდილ ფარულავა ამჟამად უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებით არის უზრუნველყოფილი. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე...

მარტვილელმა ქალმა კლინიკის ეზოში იმშობიარა

მარტვილელმა ქალმა, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, კლინიკა "ბომონდის" ეზოში იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს. "მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწრო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,"-წერს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და...

26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი  ფოტომარათონზე გელოდებათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....

მარტვილში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება-მერია

მარტვილის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. იყრება ტექნიკური მარილი. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის ცენტრი“. გზების გაწმენდით სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილზე გაეცნო. თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ...

ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ვენერა დანელიას 100 წელი შეუსრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ვენერა დანელიას 100 წელი შეუსრულდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის მოადგილემ გივი ელიავამ იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს. ვენერა დანელია 1923 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 9 შვილიშვილი, 7 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ "100...

სეისმური მონიტორინგი-მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია. “თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე,...

საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას...

მარტვილში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დოშაყეს, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების, გაბიონების, გარე განათების მოწყობა და წისქვილის რეაბილიტაცია დაასახელეს. 2023 წელს...