მარტვილში “ბანძის სიონობა” აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, 29 აგვისტოს, „ბანძის სიონობა“ აღინიშნება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. საღამოს კი ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მარტვილის სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი ,,მარტვილი“, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მგალობელთა გუნდი,️ აფხაზეთის სიმღერისა და...

სეს-ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება

მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე...

მარტვილში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024-ის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკონსულტაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე ინფორმაცია მიეწოდათ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...

აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა: • გელა ჭედია - მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური; • პაატა კოპალიანი - მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი; • გიზო წულაია - გორის სატანკო ბატალიონის...

მარტვილში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი, 1 პირი კი აღნიშნულ დანაშაულშია მხილებული. სამეგრელოს პოლიციამ 1978 წელს...

მარტვილში საავტომობილო გზის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, ლითონის მილები, ლითონის მილებზე ბეტონის სათავისები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და ცხაური. პროექტის ღირებულება 2 468...

ზუგდიდში, “თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ჩაატარებს კონსულტაციებს

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

აგვისტოში სამი დღის განმავლობაში მატარებლები არ იმოძრავებენ

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...