მარტვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

მარტვილში მარტვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ცემენტო-ბეტონის საფარით. მოეწყო სანიაღვრე არხი და ცხაური. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 67 085 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები შპს „ხონის საგზაო“-მ შეასრულა. საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო მარტვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული პროგრამების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი სალომე გარდავა მარტვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, ახალგაზრდული სათათბიროს ფილიალის შექმნას მარტვილის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც განყოფლების უფროსმა მათთან ერთად განიხილა, იმსჯელა და საჭირო რეკომენდაციები გასცა.

მარტვილში “ქართული კულტურის დღეები” გაიმართა

1-6 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ჩარნკოვის მუნიციპალიტეტში (პოლონეთი), „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ქართული კულტურის დღეები“-ს ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ჩარნკოვის მუნიციპალიტეტს დელეგაცია სტუმრობდა. „ქართული კულტურის დღეები“-ს ფარგლებში ჩარნკოვის მერიაში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს. ასევე გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივებთან...

ონოღია-ბანძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ონოღია-ბანძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1 917 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის და ლითონის მილები, რკინა-ბეტონის ღია არხები და ცხაურები. პროექტის ღირებულება 343 342 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ონოღიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები...

მარტვილში უკანონო იარაღი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს. უწყების ცნობით, მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. მარტვილში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების...

მარტვილში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. პატარები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი...

მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მარტვილის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებმა, ჯამში 1,07 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი...

მარტვილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოენახულებინა ეთნოგრაფიული კუთხე. 17:10 საათზე საზეიმოდ აღინიშნა 26 მაისი, მოწვეულმა...

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – https://registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf საქართველოს განათლებისა და მეცნიერების...

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება 4 375 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.