მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. „სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის...

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით...

სახალხო დამცველი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ. განსაკუთრებით...

ირაკლი ღარიბაშვილი – ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს

საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა,...

ზურაბ აზარაშვილი-პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ

პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....

მარტვილში “ჭყონდიდობა” გაიმართა

14 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მე-4 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა. ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყო და ახალგაზრდა მოცეკვავის გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული...

მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონული სისხლის ბანკმა, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა. სისხლის დონაციის აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-ების, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, მედიკოსები, პედაგოგები და მოხალისეები ჩაერთნენ.მარტვილელების მიერ გაღებული სისხლი შეინახება სისხლის ბანკში და საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში...

დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები და აზა ადამიას საფლავი. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის...

უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც შვილი საქართველოში შეეძინა მარტვილის მერმა საჩუქრები გადასცა

უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს, შვილი შეეძინათ. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეებს  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან სურმავამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია. უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების...