თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში. 

ცესკო-საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით, შეადგინა 17.72%

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათის მდგომარეობით, შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ამავე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 795 პირი, გარდაცვალა 29 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი...

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) ირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება. “ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც ბანძ სატელიტებს, თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური...

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის...

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 266 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია  10 347.

საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge “ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს...

სამეგრელოში დამატებით 26 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში დამატებით 26 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაო ჩატარდება. განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, აბაშის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ხობის მუნიციპალიტეტში: პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი...

საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 914 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 363, ქვემო ქართლი – 147, შიდა ქართლი – 90, გურია – 56, სამეგრელო – ზემო სვანეთი...