ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. “შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება  ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ...

სოფელ ლეკეკელეში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეკეკელეში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტო ბეტონის საფარი იგება. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 1 300 მეტრი საავტომობილო გზა. მოწესრიგდება გზის გვერდულები. პროექტის ღირებულება 318 888 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითდად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. ‘თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და...

ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294.  არჩევნებში მონაწილეობა  2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან:  ქართული ოცნება;...

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურა განმარტავს, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა. პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული...

წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

მარტვილში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი მარტვილის მუნიციპალიტეტის 50 მოსწავლეს გადაეცა. პროგრამას, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარებად...

15-18 ნოემბერს ცვალებადი ამინდია მოსალოდენლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

“თეატრალური მარტვილი“

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური მარტვილი“ ტარდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების თეატრალურ დასებს, სადაც სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერტად, სპექტაკლებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც მომზადებული იქნება ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების მიხედვით.

14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის აღწერა იწყება

სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება. უწყების ცნობით, აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება, გაიაროს თვითრეგისტრაცია. “თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და...