მარტვილში დედაენის დღე აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარებს ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, დედაენის დღე აღინიშნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა ლიტერატურული და მხატვრული კომპოზიციები წარმოადგინეს. შესრულდა მუსიკალური ნომერი. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე...

ვედიდკარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა გაბიონის საყრდენი კედელი, ცხაურები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 067 789 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს. ვედიდკარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

ბალდის კანიონიზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა - პაატა ქიქავამ, გურამ ბასილაიამ და გოჩა ბართიამ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით. "მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო,...

მარტვილში “ეტალონის” გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, "ეტალონი“-ს გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი გუნდის“ წოდებისათვის ერთმანეთს 31 გუნდი და 155 მოსწავლე შეეჯიბრა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს. 2024 წლის...

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსანდრე ხურცილავამ, გივი ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და...

ირაკლი კობახიძე – 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...

მუზეუმში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა „პროფესიული განვითარების ეტაპები და თანამედროვეობა“ იყო. სკოლის მოსწავლეებმა თემის ირგვლივ თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს, ასევე ისაუბრეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, სკოლის...

მომსახურების სააგენტომ ტრანზიტული ნომრების გაცემის ახალი წესი დანერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. “ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ...

დღეს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...