გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, სოფელ ბალდის მკვიდრი გ.წ. სატვირთო ავტომანქანით 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. "მოქალაქე არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას მანქანის შეჩერების თაობაზე და მორები მანქანიდან...
მარტვილში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან მიმდინარე წელს დაგეგმილი ბრძოლის ღონისძიებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, კვლავ გაგრძელდება აზიური ფაროსანას მონიტორინგი და მავნებლის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები. "აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის...
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
“მსოფლიოს წარჩინებული ქალები“
მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება თემით "მსოფლიოს წარჩინებული ქალები“. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, იმ წარმატებულ ქალბატონებზე ისაუბრეს, რომლებმაც საკუთარი განვლილი ცხოვრებით მსოფლიოს დაამახსოვრეს თავი. ღონისძიებას მარტვილის მერიის, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარტვილში ქალთა დღესასწაულეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ქალთა დღესასწაულეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა, საქართველოსათვის თავდადებული გმირების დედებს მადლობის სიგელები და...
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....
მარტვილში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
5 მარტს, 14 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, გაიმართება ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დასწრება თავისუფალია.
ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა
დღეს, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა. შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის...
გუბერნატორი მოქლაქეებთან მიღებას ხვალ მარტვილში გამართავს
28 თებერვალს, 11:00 საათიდან მარტვილში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება. მისამართი: ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა 10