დღეს ჭყონდიდლობა აღინიშნება

ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით, მარტვილში, მთელი დღის განმავლობაში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მიულოცა. დღევანდელი ღონიძიების ფარგლებში მოხდება მარტვილის საპატიო მოქალაქეების, წარმატებული მეწარმე ქალებისა და ხელოვანების დაჯილდოება. სმაეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენილია ხალხური რეწვის...

მარტვილში “ღვინის დღეები” ჩატარდება

ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები” 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. ღვინის ფესტივალი მარტვილში 10 ოქტომბერს ჩატარდება. წელს “ღვინის დღეები” 23 ქალაქში გაიმართება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბალდის კანინონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლოს განცხადებით მიმართა და დავის განხილვის ვადით, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. "სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მიიღო მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონის, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო პირისთვის იჯარით...

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა

„მდინარე ეკუთვნის ხალხს“ „შეჩერდეს მშენებლობა“, „ოდაბადე არ იყიდება“, - ამ შინაარსის ტრასფარანტებით მარტვილში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა, სასამართლოს ჩატარებამდე, ბალდის კანიონზე მიმდინარე მშენებლობის გადადება მოითხოვეს. შეკრებილებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობა სთხოვეს. აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა შეხვდა. როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, მოსახლეობის თხოვნა,...

25 სექტემებრს, “ჭყონდიდლობა” აღინიშნება

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, "ჭყონდიდლობა" აღინიშნება. ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა იხილეთ: 10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში; 11:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა; 12:00 საათი- სპორტული ღონისძიება სასპორტო სკოლის ეზოში; 14:00 საათი- სპორტული ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე; 16:00...

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...

“საბას” ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული გიორგი ხულორდავა

ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტი "წლის საუკეთესო თარგმანის" ნომინაციაში, მარტვილელი გიორგი ხულორდავას მიერ თარგმნილი აბდ ორ - რაჰმან ჯამის წიგნი "ბაჰარესთანი" გახდა.

მარტვილის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილე გივი ელიავასთან ერთად საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. აღინიშნა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს საგანანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება. დიდი ჭყონის და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბაღების მშენებლობა დასასრულს...

განათლების მინისტრი საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...

“ოცნების” მარტვილის ორგანიზაციას თორნიკე ჯანაშია უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების“ მარტვილის ორგანიზაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მარტვილში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. დღესვე, დასკვნითი კონფერენცია აბაშაში ჩატარდება.