მარტვილელი, ნიკოლოზ ჯოჯუას წარმატება

14-21 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი ჭადრაკში ,,შავი ზღვის დელფინი "-2023. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდა, მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუა (მწვრთნელი მამუკა სულავა), სადაც მან პირველი ადგილი (ოქროს მედალი) მოიპოვა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ პირადად მიულოცა წარმატება გამარჯვებულს. მერმა ნიკოლოზ ჯოჯუასა და...

“ლემიქავეს” უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში ,,ლემიქავეს'' უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 039 999 ლარით ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ განახორციელებს. საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ დაათვალიერა.

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

მარტვილში, სალხინოში, ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. გავრელებული იმფორმაციით, ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მარტვილში მარინე ლაგვილავა-სულაბერიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება

18 და 19 აგვისტოს მარტვილში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, გაიმართება მარინე ლაგვილავა-სულაბერიძის პერსონალური გამოფენა (ნაქარგები და ხელნაკეთი აქსესუარები). გამოფენა გაიხსნება 18 აგვისტოს 15:00 სთ-ზე და გაგრძელდება 19 აგვისტოს 12:00 სთ-დან 18 სთ-მდე.

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. “კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია....

ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. “მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის...

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა: გელა ჭედია - მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური; პაატა კოპალიანი - მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი; გიზო წულაია - გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი; ბესიკ...

დღეს, გლოვის დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა...

შოვში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.  შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ინფორმაციისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია...

მარტვილში “ჭყონდიდის” საანგარიშო კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ჭყონდიდი"-ს საანგარიშო კონცერტი გაიმართა. ანსამბლის წევრებმა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. კონცერტში ასევე მონაწილებას იღებდნენ ჯგუფი მირაჟის წევრები, რომლებმაც მუსიკალური ნომრები შემოგვთავაზეს საკუთარი შემოქმედებიდან. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე...