ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...

მარტვილში წიგნის კითხვის საჯარო კვირეული მოეწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, წიგნის კითხვის საჯარო კვირეული მოეწყო. პერფორმანსს მარტვილის განახლებულმა კანიონმა უმასპინძლა. წიგნის კითხვაში მონაწილეობას, მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების და კერძო სკოლა ,,სხივის,, მოსწავლეები იღებდნენ. ღონისძიებამ საყოველთაო, მასშტაბური სახე მიიღო. წიგნის კითხვაში მოსწავლებთან ერთად კანიონის ადგილობრივი ვიზიტორები და ტურისტებიც ჩაერთნენ. სურვილის შემთხვევაში წიგნების კითხვა ქართულთან...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 12 პირი. დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის...

23 ივნისს, ოლიმპიური მოძრაობის დღე აღინიშნა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა(IOC), ოლიმპიზმის დღის აღსანიშნავად, 2023 წლის 23 ივნისს დაიწყო ახალი კამპანია, სახელწოდებით "მოდით ავმოძრავდეთ". ოლიმპიური მოძრაობის დღეს ყველა ქვეყანა შეუერთდა და აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო კომიტეტის ახალ ინიციატივაში "Let's move". აღნიშნულ კამპანიას მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიტ, სპორტულ აქტივობებში 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა....

სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი ჩატარდა

დღეს, ქალაქ მარტვილის, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა. მარტვილის მუნიციოალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტში საესტრადო, საფორტეპიანო და საგუნდო განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონცერტს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოცდები 2023 – ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო

აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ.  “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.  ცენტრი...

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000...

1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ

“1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა. შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს...

“არტ მარტვილი”

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის თანამშრომლობით ,,ქალაქ მარტვილში გაიმართა ბავშვა ფოლკლორული ფესტივალი სახელწოდებით ''არტ მარტვილი''. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლებიც იღებდნენ. უწყების ცნობით, ფესტივალს ყოველწლიური ხასიათი ექნება და მასში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ფოლკლორული კოლექტივის...

“ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა”

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, კონფერენცია, "ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა" ჩატარდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები. სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმოადგინეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მარტვილის ღირსშესანიშნაობები, მონუმენტები, ბიუსტები და ტურისტულად მიმზიდველი ადგილები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა და...