საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მარტვილის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი, 236 ერთეული ნარჩენების კონტეინერი გადასცა. მარტვილის მუნიციპალუტეტის მერიის ინფორმაციით, ნარჩენების კონტეინერები მარტვილის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს...
მარტვილში ახალი სკოლა აშენდება
პირველ ეტაპზე ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის, ქალაქ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის, ამავე მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის (ოპტიმიზირებული კორპუსი), მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას, სოფელ იდლიანის, სოფელ იფარის საჯარო სკოლების, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის №1...
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო ჯარიმები წესდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2...
პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, მარტვილის მუნიციპალიტეტში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, დედას შეშის ნაჭრით თავის არეში დაზიანება მიაყენა. მიყენებული...
სასამართლომ მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. დაკავებულს პროცესზე არაფერი უთქვამს, ის დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაციისთვის: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ოჯახის წევრების...
მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა. ბრალდებულის ადვოკატის გვანცა შელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაციისთვის: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც...
მარტვილში მკვლელობა მოხდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, დაკავებულია შუახნის მამაკაცი.
მარტვილში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა როგორც მუსიკალური, ასევე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
9 აპრილის, 8 აგვისტოს და ავღანეთის ომში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს, 8 აგვისტოს და ავღანეთის ომში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ,,ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ დედის დღეს. გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ თქვენს მიმართ, ვინაიდან თქვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული...
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...