მარტვილის რამდენიმე სოფელი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი

სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემა შექმნა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი დაუზიანა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტრო სადენები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მარტვილში RS CAR გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 იანვარს, თავისუფლების ქუჩაზე, მუზეუმის წინ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება. "10-27 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს16 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი)...

მარტვილში ალილოს მსვლელობა მოეწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე, სტიქაროსნები, სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა. საზეიმო მსვლელობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის...

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...

მარტვილის მერია 332 ოჯახს საშობაო ნობათს გადასცემს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, 332 ოჯახს, საშობაო ნობათს გადასცემს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო კალათები უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცემათ. საშობაო ნობათის დარიგების პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, კობა დარჯანიასთან ერთად ადგილზე გაეცნო. კალათები 14 სხავადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება...

დღეს, მარტვილში საახალწლო ზეიმი გაიმართა

დღეს, მარტვილის მუნიციალიტეტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ზეიმი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართა, სადაც...

მარტვილში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტვილში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. 18 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას...

დღეს, მარტვილში საახალწლო ზეიმი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტვილში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს...

მარტვილის საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ საბავშვო ბაღებში საახალწლო კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა №1 და №2 საბავშვო ბაღებში დაესწრო. ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. კვირეულის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულების ყველა აღსაზრდელი, მარტვილის...

მარტვილის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

"განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებული ქალაქის ცენტრალური ნაწილი სხვადასხვა საახალწლო დეკორატიული სანათებითა და ილუმინაციებით განათდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ქალაქის ცენტრში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ფლეშმობი მოეწყო, ანსამბლმა „გვირილები“ მუსიკალური ნომრები...