მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტები, ლითონის მილები, ლითონის მილებზე ბეტონის სათავისები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და ცხაური. პროექტის ღირებულება 2 468...
ზუგდიდში, “თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ჩაატარებს კონსულტაციებს
8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.
აგვისტოში სამი დღის განმავლობაში მატარებლები არ იმოძრავებენ
9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...
მარტვილში ფოტოკონკურსი “ჩემი თვალით დანახული მარტვილი“ დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული ფოტოკონკურსი - „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“ დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები შესაბამისმა ჟიურიმ გადაარჩია და გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობა 32 მოსწავლემ მიიღო. ფოტოკონკურსის პირობების შესაბამისად გამოვლენილია სამი გამარჯვებული: პირველ...
ნაგვაზაოს სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში შეეძლებათ განათლების მიღება. სკოლას, რომელიც ავარიული იყო სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეწყობა გარე და შიდა ინტერიერი, გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378...
მარტვილში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი სკვერის რეაბილიტაცია. სრულდება თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია და ტროტუარების მოწყობა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის,...
მარტვილში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” ჩატარდება
11-15 ივლისს ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუს და ხონის მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის, სომხეთის და ლატვიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. 11 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 12 ივლისი 18:00 საათი – აბაშა;...
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ
დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...
ძლიერმა წვიმამ მარტვილში პრობლემები შექმნა
მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. კერძოდ, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ასევე დაზიანებულია ხიდ-ბოგირები. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და ადგილობრივი ხელისუფლების...
მარტვილში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში და ადმინისტრაციულ ერთეულებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქ მარტვილში, ნახარებაოში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 43 069 ლარი შეადგინა. სამუშაოები შპს „თი ემ ჯი“ შეასრულა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლებაჩეში, მარტვილის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლითონის კონსტრუქციის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის...