გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული. 1 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში, მოქალაქეს, სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში...
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მონაწილეობდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერიის კულტურის,...
მარტვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მარტვილში მარტვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ცემენტო-ბეტონის საფარით. მოეწყო სანიაღვრე არხი და ცხაური. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 67 085 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები შპს „ხონის საგზაო“-მ შეასრულა. საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო მარტვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული პროგრამების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი სალომე გარდავა მარტვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, ახალგაზრდული სათათბიროს ფილიალის შექმნას მარტვილის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც განყოფლების უფროსმა მათთან ერთად განიხილა, იმსჯელა და საჭირო რეკომენდაციები გასცა.
მარტვილში “ქართული კულტურის დღეები” გაიმართა
1-6 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ჩარნკოვის მუნიციპალიტეტში (პოლონეთი), „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ქართული კულტურის დღეები“-ს ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტიდან ჩარნკოვის მუნიციპალიტეტს დელეგაცია სტუმრობდა. „ქართული კულტურის დღეები“-ს ფარგლებში ჩარნკოვის მერიაში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკა გაუზიარეს. ასევე გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივებთან...
ონოღია-ბანძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ონოღია-ბანძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1 917 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის და ლითონის მილები, რკინა-ბეტონის ღია არხები და ცხაურები. პროექტის ღირებულება 343 342 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ონოღიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები...
მარტვილში უკანონო იარაღი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს. უწყების ცნობით, მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. მარტვილში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების...
მარტვილში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. პატარები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი...
მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მარტვილის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებმა, ჯამში 1,07 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი...