ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები და აზა ადამიას საფლავი. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის...
უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც შვილი საქართველოში შეეძინა მარტვილის მერმა საჩუქრები გადასცა
უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს, შვილი შეეძინათ. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან სურმავამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია. უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების...
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...
მარტვილში პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი მარტვილში. ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული ბ. ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მარტვილში, მისი საცხოვრებელი სახლის...
მარტვილში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა...
მარტვილში დასუფთავების აქცია ჩატარდა
22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა მდინარე აბაშის სანაპირო ზოლი პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის...
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...
მარტვილში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დიდი ჭყონის და დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ....
მარტვილში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, დასახლებების საერთო კრებები გაიმართა გურძემის, კიწიის, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. საერთო კრებებზე...