საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 546 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 284, „პისიარ“ ტესტით – 18 262. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის...
მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში, 77 ერთეული სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის...
მარტვილში საახალწლო ღონისძიება გაიმართება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საახალწლო ღონისძიებები, ხვალ 6 იანვარს, ორ საათზე დაიწყება. ამ წუთებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს,...
ჭყონდიდის ეპარქია მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტი სტეფანე თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება. "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის - ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას. სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით. მეუფე თავს კარგად გრძობს,...
საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 413, „პისიარ“ ტესტით –7 619. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 6,27%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,77%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 938 583 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან...
საპატრიარქო-თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება
საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. "დღეს, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და...
მეუფე სტეფანე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიების მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მიტროპოლიტს კუჭში ფარული სისხლდენა აქვს და შეუძლოდ წუხელ გახდა.
კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 054 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 443, „პისიარ“-ტესტით – 19 611. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5.45%, ბოლო...
მარტვილში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 1 140 მეტრი ცემენტ-ბეტონის და 2 553 მეტრი ასფალტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები 2020 წელს განხორციელდა....
მარტვილში “განახლებული რეგიონების“ ფარლგებში ცენტრალური ქუჩების და ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა, მარტვილში ცენტრალური ქუჩების (თავისუფლების, გამსახურდიას, თამარ მეფის ქუჩები) და არსებული ბულვარის რეაბილიტაცია. "განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ...