პოლიციამ მარტვილში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს...

მარტვილში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დოშაყეს, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იანვარის თვეში, აჭარასა და სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელოში. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში, მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების...

მარტვილში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება. დასახლებების საერთო კრებები გაიმართა ნაგვაზაოს, ხუნწის, ნაჯახაოს, ლეხაინდრაოს და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე გრიგალავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ....

სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უწყების ცნობით, ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, ელექტრო გადამცემი ბოძები. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. "მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები. გაწმენდით სამუშაოებს მარტბილოს მერი თორნიკე ჯანაშია ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე წაქცეული ხეებისგან გზები გაწმენდილია. სამუშაოები გრძელდება."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარტვილელ ვენერა დანელიას 101 წელი შეუსრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ვენერა დანელიას 101 წელი შეუსრულდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის მოადგილემ გივი ელიავამ იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს. ვენერა დანელია 1923 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 9 შვილიშვილი, 7 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების...

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში...

5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. „დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო...

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. დღესვე, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "ბალდის მოსახლეობა მივიჩნევთ, რომ სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილის 40 წლით, კერძო კომპანიისთვის მალულად გადაცემა, ჩვენი ღირსების შელახვა და უფლებების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე 6 თვეა მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებთ. კარვის გაშლიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ყოველდღიური მორიგეობისა და მონიტორინგის...