“სხივში” მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა „ინგლისური ენის, ლიტერატურისა და კულტურის განვითარების ეტაპები“ იყო და მასში მარტვილელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხელმძღვანელი თამარ თოფურია. კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და გივი ელიავა, მოწვეული სტუმრები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსანდრე ხურცილავამ, გივი ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები და აზა ადამიას საფლავი. აზა...

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

როკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი...

მარტვილში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და სამეგრელოში, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ავტომანქანაში, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ბზის 3 ერთეული ნერგი და ათეულობით ტოტი. "ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს;...

მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღმა პირველი აღსაზრდელები მიიღო. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო...

ე.წ. “სოციალურ პურზე” ფასი 10 თეთრით შემცირდება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან, ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც დოლიძემ აღნიშნავს, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა...

“მოხალისე წყლის ადვოკატები“

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინგ ჰენდთად“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდთად“ პარტნიორობით განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი: "მოხალისე წყლის ადვოკატები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს ინტენსიური სასწავლო კურსი, რის შემდეგაც მოზარდები ახორციელებდნენ ადვოკატირების კამპანიებს და საინფორმაციო შეხვედრებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის...

ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...

31 მარტი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს....

მარტვილში უშანგი ჟვანიას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სოციალურ ქსელში, მოქალაქე მოგელი ახალაია წერს, რომ 29 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში მცხოვრებ უშანგი ჟვანიას ოჯახს, სახლი დაეწვა და საზოგადოებას სთხოვს, რომ დაზარალებულის ოჯახს დახმარება გაუწიონ. "ოჯახი, სადაც ობლად დარჩენილი ბავშვები იზრდებიან ყველაფრის გარეშე დარჩნენ. ვაგროვებთ ყველაფერს, რისი შეგროვებაც შეიძლება. აქვე ვუთითებთ საბანკო ანგარიშის ნომერს, ვისაც ფინანსური დახმარების სურვილი...