პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარტვილის მუნიციპალიტეტში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების  ნიადაგზე, დედას  შეშის ნაჭრით თავის არეში დაზიანება მიაყენა. მიყენებული...

სასამართლომ მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. დაკავებულს პროცესზე არაფერი უთქვამს, ის დუმილის უფლებას იყენებს.  ინფორმაციისთვის: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ოჯახის წევრების...

მარტვილში დედის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა. ბრალდებულის ადვოკატის გვანცა შელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაციისთვის: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც...

მარტვილში მკვლელობა მოხდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა დაზიანება ნაჯახით მიაყენა, რის შემდეგაც ქალი გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, დაკავებულია შუახნის მამაკაცი.

მარტვილში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა როგორც მუსიკალური, ასევე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

9 აპრილის, 8 აგვისტოს და ავღანეთის ომში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს, 8 აგვისტოს და ავღანეთის ომში დაღუპულთა დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ,,ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ დედის დღეს. გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ თქვენს მიმართ, ვინაიდან თქვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული...

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...

1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...

განიხილეს პროექტი მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებაზე და აღდგენაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. “მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს...

მარტვილში ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებისთვის, დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფილმის ჩვენების შემდეგ დამსწრეებს შორის დისკუსია გაიმართა. 102 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი. 23 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციური...