კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 50 პროცენტამდე გაიზრდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება. “30-დან 50 პროცენტამდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამკაცრებს. უწყების ცნობით, იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24 საათიან რეჟიმში განახორციელებენ. “წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა განსაზღვრულია 200-დან 2000 ლარამდე...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 098 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 62 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 62 პაციენტი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თორნიკე ჯანაშია მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, თორნიკე ჯანაშია დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თორნიკე ჯანაშია, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად, წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5530 პირი და გარდაიცვალა 55 პაციენტი. გუშინ, საქართველოში 22 012 ტესტი ჩატარდა.

მარტვილში წაჩხურუს ტაძარში მეუფე სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირები შეძახილებით დახვდნენ

დღეს, მარტვილში, წაჩხურუს ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ წირვა აღავლინა. მედიის ინფორმაციით, მეუფეს განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრიდან იძულებით გამოყვანის შემდეგ სწორედ აღნიშნულ მონასტერში იმყოფებიან. წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ ჟურნალისტებთან განაცხადა: "ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია - კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს,...

აბაშასა და მარტვილში ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ცხრავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის...

მარტვილის “ევექსის” კლინიკაში 22 კოვიდ პაციენტი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 174 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 პირი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...

საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 76 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 772 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 361 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – , „პისიარ“ ტესტით – 14 585. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 9,77 %, ბოლო 14 დღის – 9,31%, ბოლო შვიდი დღის – 9,01%. სულ ჩატარდა 2 095 168...