მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 1 ერთეული დაუფირნიშებელი, მუხის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). უწყების ცნობით, მეორე უკანონო სახერხი საამქრო კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში....

25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. “25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. “25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 4901 და გარდაცვალების 74 შემთხვევაა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4...

კორონავირუსით მარტვილის მცხოვრები, 83 წლის ქალი გარდაიცვალა

რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსს მარტვილის მცხოვრები, 83 წლის ქალი გარდაიცვალა. სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 412 პაციენტია მოთავსებული. აქედან, რუხის კლინიკაში იმყოფება 188 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმე 42. ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებული რჩება. სენაკის კლინიკა "სენამედში" 42 მოქალაქე მკურნალობს. ფოთის კლინიკა ბომონდში 33. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 27. სენაკის "ლაზიკა...

სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 403 პაციენტი იმყოფება

დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი. მათ შორის: რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კლინიკაში იმყოფება – კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” – 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” – 24 კოვიდ პაციენტი. აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა – 26 პაციენტი, სენაკი “ლაზიკა მედში” – 77...

ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22

პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. პირველი მესიჯი არის ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის...

თემურ ჯანაშია-მარტვილის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საარჩევნო კანდიდატები. მარტვილის მერობის კანდიდატი იქნება თემურ ჯანაშია "პარლამენტის წევრი, გენერალი, მებრძოლი და თავდადებული ადამიანი, როგორც თემურს სჩვევია, ისე უშიშრად შედის ბრძოლაში საქართველოს უკეთესი მომავლისთვის... მე იშვიათად შემხვედრია ასეთი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორიც თემურია", - ასე წარადგინა ნიკა მელიამ მარტვილის...

პატრიარქის კურთხევა ეკლესია-მონასტრებს

პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით, 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის მიზეზით, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ ტაძრებში დისტანციის დაცვა, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე. ამასთან, სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.