მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში, მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. "სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 6...

ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...

მარტვილში საფეხბურთო მატჩების საერთო-სახალხო ჩვენება ღია ცის ქვეშ გაიმართება

დღეს,14 ივნისს, ევროპის ჩემპიონატი იწყება ფეხბურთში. წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გთავაზობთ საფეხბურთო მატჩების საერთო-სახალხო ჩვენებას ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე. მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ პარკში, საგულშემატკივრო სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ფეხბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ...

მარტვილში პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის...

პოლიციამ მარტვილში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავა

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი...

მარტვილში “ბერმუხა”-ს საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ბერმუხას სტადიონმა საფეხბურთო ფესტივალ „ბერმუხა“-ს ფინალს უმასპინძლა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის საფეხბურთო გათამაშება გაიმართა, რომლის ფინალური თამაშები ტრადიციულად დიდი ჭყონის „ბერმუხა"-ს სტადიონზე მოეწყო. საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ თამაშებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან...

მარტვილმა ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ “ქუჯი“-ს ფინალს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლმა ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯი“-ს ფინალს უმასპინძლა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდა. ჟიურიმ ათი ფინალისტი შეარჩია. კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებულები. საუკეთესო ლექსის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა როინ აბუსელიძემ, მეორე ადგილი მირანდა ერისთავმა და მესამე ნანა ტრაპაიძემ. ასევე დასახელდნენ გამარჯვებულები "წლის საუკეთესო პოეტური დებიუტი"...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...

ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....

ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 4 058 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 333 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს. ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს...