მომსახურების სააგენტომ ტრანზიტული ნომრების გაცემის ახალი წესი დანერგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. “ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ...

დღეს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...

1 აპრილიდან, მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი საღამოს 22:00 საათამდე გიმასპინძლებთ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1 აპრილიდან, მარტვილის კანიონში და ოკაცეს ჩანჩქერში საღამოს 22:00 საათამდე იქნება შესვლა შესაძლებელი. ინფორმაციისთვის: პირველი მარტიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები შეიცვალა. 

ანსამბლ “მარტვილის” სოლო კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია ცისქვეშ, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლ "მარტვილის" სოლო კონცერტი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მარტვილი“ მაყურებლის წინაში მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგა. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციისთვის: მუნიციპალალური ანსამბლი ორი წლის წინ დაარსდა.

მერმა თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლიდა ფაცაციას იუბილე მიულოცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშია, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლიდა ფაცაციას იუბილე მიულოცა. იუბილარს 100 წელი შეუსრულდა. ლიდა ფაცაცია 1924 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 11 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში“ იუბილარს 2000 ლარი ჩაერიცხება. ინფორმაციას მარტვილის...

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტის, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნას მარტვილის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სახლში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

ფოტო კონკურსი “ჩემი თვალით დანახული მარტვილი“

ა(ა)იპ “მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს წამახალისებელ ფოტო-კონკურსს „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“. მარტვილის მუნიციპალიტერის მერიის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა ბავშვების თვალით დანახული მარტვილის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია შემდეგი პირობები: აუცილებელია...

ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა. შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში...

19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...