დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ განაცხადა, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა...

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის...

13-15 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის...

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს  95 834-ს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42...

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან...

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...

ცესკოში შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია  არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა...

მარტვილში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებულია ორი ადამიანი. მომხდაზრე გამოძიება მიმდინარეობს.